суббота, 4 июня 2016 г.
суббота, 16 апреля 2016 г.
ტრენინგის მე-9 დღე
ბოლო დღე იყო მეტად მნიშვნელოვანი. წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები. ვისაუბრეთ საინტერესოდ როგორ წარვადგინოთ ნამუშევრები აუდიტორიის. გავუკეთო უკუკავშირი კოლეგებს.
საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ინტელის კურსი მეტად საინტერესო და შრომატევადია. ეს ტრენინგი დამეხმარება ჩემი მომავალი საქმიანობა დავგეგმო ისე,რომ უფრო საინტერესო და ეფექტური იყოს. მომეწონა ბავშვების ნამუშევრების შექმნა, მაგრამ ძალიან რთული იყო შეფასების კრიტერიუმების შემუშავება და მორგება ჩემს პროექტზე.
ტრენინგის მე-8 დღე
მე-8 დღე საკმაოდ შრომატევადი იყო. ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე, აღქმის სხვადასხვა სტილზე, დიფერენცირებული სწავლების ტიპები მოვარგეთ ჩვენს გეგმას. დავათვალიერეთ ფასილიტაციის სხვადასხვა რესურსი და შევქმენით ჩვენი ნიმუშები. ბოლოს, გადავხედეთ ჩვენ-ჩვენ საქაღალდეებს და მოვახდინეთ ბოლო ჩასწორება ნამუშევარში. დღე იყო საინტერესო და შრომატევადი.
ტრენინგის მე-7 დღე
ეს დღე მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. ტრენინგი დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების დათვალიერებით. ნამუშევრებზე მოვახდინეთ უკუკავშირი. ვისაუბრეთ რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნისას. გავიარეთ მოდულის ხუთი და ექვსის ნაწილი. ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლის ჩართულობა შეფასების პროცესში.განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. განვიხილეთ შეფასების ფორმები და ჩეკლისტები და დავიწყეთ მუშაობა ჩვენ შეფასების ფორებზე და ჩეკლისტებზე. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. გავეცანით სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სეახებ მასალებს. ავტვირთეთ ბლოგზე მოსწავლის ნამუშევრები.
ტრენინგის მე-6 დღე
დავიწყეთ მესამე მოდული და გადავედით მეოთხეზე.
*ვისაუბრეთ თუ როდის გამოვიყენებთ ინტერნეტს ჩვენს თემაში კოლაბორაციასა და კომუნიკაციისათვის, ასევე როგორ დაეხმარება ინტერნეტის გმოყენება მოსწავლეებს XXI საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში. დავამატეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრები და შევაფასეთ.,ასევე დავგეგმეთ ჩვენი სავარაუდო პროექტი. *ვისაუბრეთ გეგმაში პროცედურების გაწერაზე.
* ვისწავლეთ გუგლდრაივის გამოყენება და ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა ,რაც შრომატევადია.
ტრენინგი მე -5 დღე დაიწყო საშინაო დავალების განხილვით. ვიზრუნეთ ბლოგის დიზაინზე და გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები. ვისაუბრეთ პროექტის პრეზენტაციაზე და შევქმენით საკუთარი . გავეცანთ რჩევებსა და მეთოდებს უკუკავშირისთვის , ვისწავლეთ როგორ გავაკეთოთ ტექსტური რედაქტორის გამოყენებით უკუკავშირი. ვიმუშავეთ რევიუ ველში და ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.
ტრენინგის მე-3 დღე
დღეს ვისწავლეთ პროექტისტვის სტანდარტიდან გამომდინარე მიზნების შერჩევა,.გავეცანტ ბლუმის ტაქსონომიის განახლებულ კითხვებს, ვისწავლეთ რომ პროექტის დაწყებისას მნიშვნელოვანია დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა,თუ რას ისწავლიან ამ პროექტით მოსწავლეები, რა დაამახსოვრდებათ და რა იქნება საბოლოო შედეგი.
ვისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა.
დღეს ვისწავლეთ პროექტისტვის სტანდარტიდან გამომდინარე მიზნების შერჩევა,.გავეცანტ ბლუმის ტაქსონომიის განახლებულ კითხვებს, ვისწავლეთ რომ პროექტის დაწყებისას მნიშვნელოვანია დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა,თუ რას ისწავლიან ამ პროექტით მოსწავლეები, რა დაამახსოვრდებათ და რა იქნება საბოლოო შედეგი.
ვისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)